- პროექტის მთავარი იდეა: გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან. პროექტის მონაწილეებმა უნდა გააცნობიერონ რაოდენ მნიშვნელოვანია სუფთა გარემოში ცხოვრება.
- პროექტის აქტუალურობა: გარემო სადაც ჩვენ ვცხოვრობთ დაბინძურებულია ათასგვარი ნარჩენებით: გამოუყენებელი ნივთებით, სასუქის ნარჩენებით, რომლებიც იმის ნაცვლად რომ დაიმარხოს, უბრალოდ იყრება,რაც საზიანოა ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის.
- პროექტის მიზანი: მონაწილეობის მიღება სკოლისა და სოფლის ტერიტორიის დასუფთავებაში .მოსწავლეებში კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება.
- მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა
- მოსალოდნელი შედეგები: თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება დაეხმარება მოსწავლეებს ამ ცოდნის შემდგომ პრაქტიკულად გამოყენებაში.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ბუკლეტები, პოსტერები,ვიდეო მასალა.
- პროექტის მსვლელობა: სასწავლო თემის "დავიცვათ გარემო" გავლის შემდეგ მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით. გააკეთეს პოსტერები, შექმნეს ჯგუფები და გაინაწილეს მოვალეობები. ერთმა ჯგუფმა დაასუფთავა სკოლის ეზო და დადგა ნაგვის ურნები. მეორემ–არსენა ჯორჯიაშვილის სკვერი. შედეგები შეაფასეს სკოლის დირექტორმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა.მოსწავლეებს გადავეცით სამახსოვრო ბროშურები. მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი–რას იზამდი თუკი: ა)შენს კართან იპოვიდი ბოსტნეულის ნაფცქვენებით სავსე ყუთს, ბ)დაინახავდი როგორ ისვრის სიგარეტის ნამწვს ვიღაც ფანჯრიდან, დაინახავდი როგორ მარხავენ შენი სოფლის ახლოს სასუქის ნარჩენებს. გ)იყავით პიკნიკზე და პიკნიკი დამთავრდა, მიირთვით ნაყინი და ხელში გაქვთ მისი ქაღალდი. ყველა მსურველმა უპასუხა შეკითხვებს.მსგავსი დავალებები ჩამოუყალიბებს მოსწავლეებს ძიების, კვლევის, შემოქმედობითობის, საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციის და დამოუკიდებელი სწავლის უნარ–ჩვევებს.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქიმიასთან, სახვით ხელოვნებასთან და გეოგრაფიასთან. .
- პროექტის ხელმძღვანელი: მზია ჯაშიაშვილი
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.bogvisskola.blogspot.com
- ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: M.Jashi71@gmail.com
Saturday, April 2, 2011
გარემოს დაბინძურება
Subscribe to:
Comments (Atom)